ლარი სჭირდებათ, რომ გმართონ - ზურა გირჩი ჯაფარიძე საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე

08.12.21 14:46
ლარი სჭირდებათ, რომ გმართონ - ზურა გირჩი ჯაფარიძე საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე

,,ბიძინა და ,,ოცნება" აკეთებს ამას, და არა ერ. ბანკში დასმული პაიკები" - ,,გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ეხმიანება. ზურა ჯაფარიძის თქმით,  ხელისუფლებას ამ გზით მოსახლეობის კონტროლი სურს.

დოლარში რომ მოგინდეთ იპოთეკური სესხის აღება, 15 წლიანს აღარ მოგცემენ
10 წელზე გადანაწილებით, თვეში თუ დიდი თანხა გამოგივიდათ, ე.ი. საერთოდ ვერ აიღებთ ეგეთ სესხს და ვერ იყიდით/გაარემონტებთ ბინას
ასე გიბიძგებენ, რომ ლარში აიღოთ
ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია ეს ნაბიჯიც
ოღონდ ლარში თუ აიღეთ, მერე ამათზე იქნებით დამოკიდებული რა %-ის გადახდა მოგიწევთ,
აგერ ახლა გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე (10.5%) და ათობით ათას ადამიანს გაუძვირეს სესხი
ლარი სჭირდებათ, რომ გმართონ
რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის
მით მეტად გაგაღარიბებენ
ბიძინა და ,,ოცნება" აკეთებს ამას, და არა ერ. ბანკში დასმული პაიკები
- წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 169 700 ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

მსგავსი სიახლეები