15:00 საათამდე ვაძლევთ ვადას - აქციის მონაწილეები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, შეხვდეს 10 კაციან ჯგუფს რომელიც პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს გააცნობენ.
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ერთ საათზე მეტია იმართება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ისტორიული შანსი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით, დაპირისპირებული მოქალაქეები გააერთიანოს.