კობახიძე ევროკომისიის ახალ ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერს "სამარცხვინოს" უწოდებს

05.11.26 12:19
კობახიძე ევროკომისიის  ახალ ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერს "სამარცხვინოს" უწოდებს

ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გაფართოების ახალ ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერს სამარცხვინოს უწოდებს  - დღეს მტავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და დასავლეთ დემოკრატია დაუწუნა. 

"ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია" - ამბობს კობახიძე და ირწმუნება, რომ ევროკომისიის ანგარიშში "ოცნების" მიმართ ბრალდებებს არავითარი დასაბუთება არ აქვს.

პირდაპირ ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის და დემორკატიის მნიშვნელობას. ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც სამარცხვინოა მინდა გითხრათ. 

როდესაც ისინი თვითნებურად დაკავებულ პირებზე საუბრობენ, მე მინდა შეგახსეენოთ, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრიდნენ და სხვა ტიპის ძალადობაში მონაწილეობდნენ. გვარებით მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ეს სია, თუმცა ვერ მოგავწოდეს. მერე რა გაირკვეოდა - უნდა მოწოდებინთ ისეთი ადამიანებსი სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, ძალადობის აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აორგანიზებდნენ, სწორედ ამიტომ ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს კიდევ ერთელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს. 

არავითარი დასაბუთება არ აქვს ამას - არც სასამართლოს ვეტინგს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას, როგორ შეიძლება მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიორუკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად აფინანსებდა ევროპის დემორკატიის ფონდი - "იდი". "იდი" პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირიდან",- აცხადებს კობახიძე.