დრო ამოიწურა - სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო მოძრაობის წევრებს არ შეხვდა

08.12.21 15:10
დრო ამოიწურა - სალომე ზურაბიშვილი  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს არ შეხვდა

ვადა ამოწურულია-სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო მოძრაობის წევრებს  არ შეხვდა. ქვეყნის მთავარსარდალი საკუთარ მოქლაქეებს და მათ მოთხოვნებს  საათზე მეტია სასახლიდან უსმენს.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გასააზრებლად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად  დროს კიდევ მისცემენ, რადგან მისი თქმით, მათი მოთხოვნას ულტიმატუმის ფორმა არ აქვს.

სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმედი, რომ 3 საათამდე რამე გარდამტეხი მოხდებოდა და სალომე ზურაბიშვილი მიგვიღებდა, თუმცა ეს ამავე დროს, არ ყოფილა ულტიმატუმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პროცესი. მას კიდევ უნდა მივცეთ დრო, რომ გაიაზროს ეს ყველაფერი და ჩენთან შეხვედრა მაინც შეძლოს, იმიტომ, რომ დიალოგს რომ არ აქვს ალტერნატივა, ეს მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. მან უნდა მოგვისმინოს, ნდა იფიქროს ამ ყველაფერზე კარგად და ეს ისტორიული შანსი მართლაც გამოიყენოს, იყოს მთავარი შემრიგებელი და მედიატორი ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს უწყვეტად და მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოუერთდეს, რადგან ჩვენ დღეს სხვა გზა არ გვაქვს, ჩენ დღეს თუ არ განვმუხტეთ ეს ყველაფერი, ხვალ შეიძლება ძალიან რთულ და შეუქცევად პროცესებამდე მივიდეთ, - განაცხადა დოლენჯაშვილმა. 

ორბელიანების  სასხლესთან ამ წუთებში  სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვანები ,მსახიობები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმყოფებიან. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე მისცეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, შეხვდეს 10 კაციან ჯგუფს რომელიც პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს გააცნობენ. 

მსგავსი სიახლეები