“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა
ირაკლი კობახიძე არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ელექტრონულ ფორმატზე გადასვლით ხსნის.
ოცნების ლიდერები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ტექნიკურია და ყველა უბნის ოქმის გასაჩივრება ისევ შესაძლებელი იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს ახალი კანონპროექტი გააკრიტიკეს, “ოცნების“ მხრიდან ისევ თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. კობახიძემ საერთაშორისო გამჭვირვალობას “ნაციონალური ბუნდოვანება“ უწოდა.
მისი მტკიცებით, ისინი არათუ იცავდნენ ადამიანის უფლებებს, წინა ხელისუფლების პირობებში, არამედ იყვნენ “ერთგვარი ფოთოლი “ნაცმოძრაობის“ სხეულზე.
არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს. დანარჩენი უბრალოდ ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობახიძემ.
იგივეს ამბობს პაპუაშვილიც. მისი მტკიცებითაც, ყველა ცვლილებებშია ტექნიკური ხასიათისაა.
ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც არის ამ ცვლილებაში თავმოყრილი, მათ შორის იმ დაკვირვებებით, რომლებიც საარჩევნო პროცესის მიმართ გვქონდა, იმისთვის რომ პროცესი იყოს თავად ეფექტიანი, დროში ეკონომიური, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება მოხდეს, ასე რომ ტექინკური ნაწილებია ამ ყველაფრის, სხვა არაფერი განსაკუთრებული ამ ცვლილებებში არ არის - პაპუაშვილი.
- 2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონებში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
- ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უარყოფითად აფასებენ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს.
- ორანიზაციებსი თქმით, ცვლილებების თანახმად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა მხოლოდ ტექნიკური შეცდომებით შემოიფარგლება, უქმდება ბიულეტენების სავალდებულო გადათვლა, ხოლო, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღება.