გია ვოლსკი ბრიუსელს "ქართველთმოძულეობაში" ადანაშაულებს
გია ვოლსკი ბრიუსელს ქართველთმოძულეობაში ადანაშაულებს - მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს შესახებ მძიმე შეფასება გამოაქვეყნა, "ოცნების" წევრი ევრიდეპუტატების წარსულზე საუბრობს და ამტკციებს, რომ რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი გორბაჩოვის "უახლოესი თანამზრახველები" იყვნენ.
გია ვოლსკის დღეს "პირველებს" დაუდასტურა, რომ ევროკომისიას საქართველოდან ინფორმაცია მიაწოდეს.
"შევიდა ინფორმაცია, მოხსენებები ვწერეთ, ათსგვერდიანი, ვინ წაიკითხა, ტუალეტში გადააგდეს" - აცხადებს ვოლსკი.
ეს საკითხები მთლიანობაში მოიცავს და განაპირობებს იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია - "ან დამემორჩილები, ან მუდმვად ვიქნები ასეთ რეჟიმში, რომ საქართველოზე განვახორციელებ პრესინგს". ეს არის მთავარი მესიჯი, რომელიც გავიგონეთ ამ მოხსენებაში.
(კითხვა: ევროკომისია ამბობს, რომ საქართველოდან მიწოდებული ინფორმაცია არის შესული)
კი შესულია, მერე რა, შესულია და გადაგდებულია ტუალეტში. შევიდა ინფორმაცია, მოხსენებები ვწერეთ, ათსგვერდიანი, ვინ წაიკითხა, ან ვინ ვის დაუძახა, ან როდის წავიდა დიალოგი? გარედან რომ მუდმივად ესაა, ეს დივერსიაა, ქართველთმოძულეობა. ეს იუკნევიჩიანეც და კუბილიუსიც იყვნენ გარბაჩოვის უახლოესი თანამზრახველები და გარბაჩოვს ქართველებსი სისხლი ხელზე აქვს, ქალების მათ შორის.
იცით რა, მეც მაქვს საბჭოთა წარსული, მაგრამ არცერთხელ, არცერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადამიდგია ", - აცხადებს ვოლსკი.