ახალი სანქციები მესამე პრეზიდენტს - სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა

08.12.21 15:16
ახალი სანქციები მესამე პრეზიდენტს - სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა

მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება 2 თვით შეუზღუდა. ადვოკატის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდა.  შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კომიკურია, რადგან მესამე პრეზიდენტს ზარების განხორციელების უფლებას ამ დრომდე ისედაც არ აძლევენ.

დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება.მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი, სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. განკარგულება არის სრულიად დაუსაბუთებელი და  უკანონო. გავასაჩივრებთ სასამართლოში. სატელეფონო ზარების შეზღუდვის განკარგულება გახლავთ ტრაგი-კომიკური. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილს ისედაც არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

 

მსგავსი სიახლეები