კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროქტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს - კახა კალაძე
მომდევნო 4 წელი თბილისის აღმშენებლობის და განვითარების წელი იქნება - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ვიდეო მიმართვაში და პირობას დებს, რომ " მომავალი წლიდან ამ ქალაქის აღმშენებლობის და განვითარების წლები იწყება".
აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება. ყველა დაპირებას შევასრულებთ.
ჩვენი ქალაქი 4 წლის თავზე კიდევ უფრო მწვანე, ჯანსაღი, მოწესრიგებული იქნება. რისთვისაც თავს არ დავზოგავ. ჩვენ ამას თბილისელებთან ერთად შევძლებთ.
ადამიანურად კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს“, - განაცხადა კალაძემ.