სამარცხვინოები ხართ, ურცხვი და უტიფარი ძალის წარმომადგენლები! - კალაძის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე
,,სამარცხვინოები ხართ! " - კახა კალაძე ოპოზიციას კვლავ თავს ესხმის. ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობა სურს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ოპონენტებს არაფერი გამოუვათ.
მეტიც დედაქალაქის მოქმედმა მერმა ვიდეო-მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადამიანების წამებაში დაადანაშაულა.
სამარცხვინოები ხართ, თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, ვინც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოპარა, მაშინ სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდიო თბილისსო, ახლა კი ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებობს, რათა ისევ გაძარცვოს თბილისელები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტებია და არა უბრალოდ პოლიტიკური განაცხადი.
დღეს მეგის ქარდავასა და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. აი, ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელადს, სააკაშვილს, არაფერი ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის. ის სააკაშვილი, ვინც გირგვლიანზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის. რომელიც უტიფრად აცხადებს, არა მის ხელში ათასობის ნაწამები ადამიანი, არამედ თვითონაა წამების მსხვერპლი. საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია, თურმე, ეს თრგუნავს..."- თქვა კალაძემ.
ქალაქის მერმა საკრებულოში გამართული სხდომა შეაფასა და თქვა: "დიახ, შეიძლება იდეალური არ ვართ, მაგრამ ოპტიმალური ვართ ამ პოლიტიკურ კონტექსტში"
ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენელი ხართ თქვენ. ასეთებად დარჩებით ყოველთვის. ასეთი ხალხი ითხოვთ ჩვენგან, ვიყოთ იდეალურები. მარტივად გიპასუხებთ ამაზე: დიახ, ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოვედღე ახალი ტყუილი მოიგონოთ, ადამიანები დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, რომ დღეს არ იქნება და ხვალ რევოლუციას მოაწყობთ და თქვენს ბელადს, მეგის ქარდავას, გაათავისუფლებთ ციხიდან, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ. იცოდეთ, რევოლუციები, გადატრიალებები ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული - განაცხადა კახა კალაძემ.