"ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად" - სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს სავარაუდოდ, ვერ დაესწრება

08.12.21 17:07
"ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად"  - სააკაშვილი ხვალინდელ  პროცესს სავარაუდოდ, ვერ დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დიდი ალბათობით ვერ დაესწრება. ამის შესახებ გორის ჰისპიტალის დატოვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილს აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის, სიმყარეს ვერ გრძნობს, არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ვერ შეძლებს ჩემი აზრით, ის დასწრებას ხვალინდელ სასამართლოზე,გული წყდება", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.

მესამე პრეზიდენტს დღესვე სახელმწიფო კონსილიუმის წევრები მოინახულებენ, რომლებიც პროცესზე დასწრების შესახებ დასკვნას მოამზადებენ. მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად ასევე ემზადება გიული ალასანია.

პროცესი საქალაქო სასამართლოში  ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები