დიდი მადლობა თავდადებისა და ამ სიცივეში დგომისთვის - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს

08.12.21 20:45
დიდი მადლობა თავდადებისა და ამ სიცივეში დგომისთვის - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს

დიდი მადლობა, ჟურნალისტებო თავდადებისა და ამ სიცივეში დგომისთვის -  საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალიდან მედიას მადლობას უხდის. 

გორში 4%-ით უფრო ცივა, ვიდრე თბილისში. ხვალ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს, (ხვალ ადრე რომ არ ადგეთ), 

იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა.

ემანდ ფრთხილად, ძაღლებმა არ დაგკბინონ - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, ინფორმაციით, პრეზიდენტი განიცდის, რომ მისი ამბების გასაშუქებლად ჟურნალისტებს გორში დიდი ხნის გატარება უწევთ, ამიტომაც მან თავის მომხრეებს მოუწოდა, კლინიკასთან ახლოს მოაწყონ მედიაცენტრი, სადაც მედიის წარმოამდგენლების მუშაობისთვის ნორმალური პირობები იქნება. 

მსგავსი სიახლეები