აღენიშნება გამოფიტვის სინდრომი - ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

08.12.21 21:08
აღენიშნება გამოფიტვის სინდრომი - ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ  მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და აღენიშნება გამოფიტვის სინდრომი. ჯიშკარიანის თქმით, დაესწრება თუ არა სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეს თავად მესამე პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს.

მას ესაჭიროება კორეგირება მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსის,საჭირო არის უპირატესად ნევროლოგიური სიმპტომატიკის გასამკლავებლად მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსის შერჩევა. 

ამჟამად წინა პლანზე არის ასთენიური სიმპტომატიკა, ანუ გარკვეულწილად გამოფიტვის სიმპტომი, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კოორდინაციის მოშლასთან და სისუსტესთან დაკავშირებული, რაც საჭიროებს მკურნალობის კურსს", - თქვა ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები