მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაა - მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველების მასობრივ განადგურებას აპროტესტებენ

08.11.26 20:37
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაა - მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველების მასობრივ განადგურებას აპროტესტებენ

 მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილი მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები მიუსაფარი ცხოველების მასობრივ განადგურებას აპროტესტებენ და საგამოძიებო უწყებებისგან კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ თბილისისა და გორის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოების თანამშრომლებს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს.

უფლებადამცველების პროტესტი ახალი ძალით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალურ ქსელში სამარხებიდან გადაღებული კადრები გავრცელდა. ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ყრიან ღამით, ფარულად მოკლული ძაღლების ცხედრებს სამარხებში.

ჩვენი კატეგროიული მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ზოოფაშზმი, რაც უკვე ჩვეულებრივ ფაშიზმში გადავიდა კალაძის პირით. თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ძაღლების ხოცვა-ჟლეტასთან ერთად ისინი უკვე ადამიანებზე გადავლენ, რაც კალაძემ უკვე თქვა, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. 

მსგავსი სიახლეები