ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი გამოიკითხებიან
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოიკითხება. მხარეების შეკითხვებს ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელიც უპასუხებს.
ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთლის თქმით, ტვ პირველის დამფუძნებლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელი.
ბრალის დამტკიცებასზეც რომ არ ვისაუბროთ, თავად ის ბრალი, რომ ჩავთვალოთ დადგენილად, რაც არის ჩამოყალიბებული, ბრალშიც კი არ არის გამოკვეთილი ავთანდილ წერეთლის ბრალეულობა ფულის გათეთრებაში, რომ თითქოს ის დაეხმარა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში, ამიტომ მოლოდინიც გვაქვს შესაბამისი. ფულის გათეთრების ნაწილში უბრალოდ შეუძლებელია ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და შესაბმისად, დღეს ის თავის ჩვენებაში ყველა გარემობეას გაუსვამს ხაზს და თავიდან ბოლომდე დაასაბუთებს თავის პოზიციას, - განაცხადა კახა წერეთელმა.
წინა სასამართლო სხდომაზე თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხა.