საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება
საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქალაქო სასამართლოში ვერ მივა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.
ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.
ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!"- დაწერა სააკაშვილმა.
ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
საქმეზე სააკაშვილთან ერთად 4 პირია დაკავებული - მათ შორის ელგუჯა ცომაია. შოთაძის უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ცომაიას კუთვნილი ტრაილერით შემოვიდა საქართველოში.
სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან ასევე მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.