თურნავამ ფარცხალაძეზე დასმულ კითხვას უპასუხა

09.11.26 16:43
თურნავამ ფარცხალაძეზე დასმულ კითხვას უპასუხა

 "ნაფტალინ მოყრილი"  უწოდა ნათა თურნავამ 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში მიღებული საგამონაკლისო წესის შემოღებაზე დასმულ კითხვას.

"ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ"- უთხრა მან ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა,  ფარცხალაძის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ ნანობდა. 

ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი... ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული"- ამბობს თურნავა. 

2023 წლის სექტემბრის ბრძანების მიხედვით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება მხოლოდ მაშინ როდესაც ანალოგიურის შესახებ საქართველოს სასამართლოს განაჩენი შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები