"დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიეს
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს “ქართული ოცნების“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვევის გამო აკრიტიკებს და მათ გადაწყვეტილებას “დაბალი დონის გადაწყვწტილებას“ უწოდებს.
ის ბრიუსელს საბჭოთა მოსკოვთან აიგივებს და ამბობს, რომ ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება ქვეყნის და ხალხის უპატივცემლობაა.
არ იქნება სათანადო მიწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ პროცესებში, - ამბობს ის.
ეს ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას, და აჩვენებს საერთოდ კიდევ ერთხელ უმწიფრობას ევროკავშირის ბიუროკრატიის. სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოს არ ვიცი, უნდა გააფრინდნენ, გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ, ვერ წამომიდგენია. კიდევ ერთხელ, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემლობა, რასაც სჩადის ბრიუსელი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის უპატივცემლობა. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან, ასე რომ, ნუღარ ეწყინებათ ამის შემდეგ ეს შედარება. თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულებით და ზემოდან ყურებით ქართველი ხალხის მიმართ. არ იქნება სათანადო მიწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ პროცესებში, - თქვა მან.