პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება - გამოკითხვაზე აქტივისტები დაიბარეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. უწყება 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად პოლიციის მხრიდან აქტივისტებზე მომხდარ შესაძლო გადაცდომებს სწავლობს. ამ წუთებში გამოძიების კითხვებს აქტივისტი ალექსანდრე მილორავა პასუხობს.
მილორავას თქმით, მას ინსპექტორის სამსახურის მიმართ ნდობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უწყებამ სააკაშვილის საკითხზე ობიექტური დასკვნა დადო.
ისინი არ იყვნენ არც კრიმპოლის თანამშრომლები და არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. როდესაც გვქონდა მათთან კომუნიკაცია დაკავების დროს, იგრძნობოდა, რომ სხვანაირი ქცევით და ძალით გამოირჩეოდნენ. მას შემდეგ, რაც ობიექტური დასკვნა დადეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, გამიჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ობიექტურად გამოიძიონ ჩემი საქმეც და შესაბამისი სანქციები დაუწესონ იმ სამართალდამცავებს, რომლებმაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტეს. აქედან გამომდინარე, ვაპირე,ბ რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან", - ამბობს ალექსანდრე მილორავა.