თუ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება - წითლიძე

09.12.21 11:24
თუ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება - წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანი წითლიძე, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოზიციას იმეორებს და ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ  პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატურა მათთვის მისაღები იქნება. 

წითლიძის თქმით, თუ ხვალ საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, პოლიტიკური კრიზისის გარაუვალი იქნება. 

ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ გახარიას ეს წინადადება მისი კანდიდატურის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით კონსულტაციები კიდევ მიმდინარეობს და ძნელია ახლა, მოლოდინი გითხრათ, რა იქნება ხვალინდელ სხდომაზე, თუ ხვალ კიდევ ერთხელ ჩავარდა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს ნიშნავს უკვე გარდაუვალ პოლიტიკურ კრიზისს და მინიციპალიტეტის სრულ პარალიზებას, - ამბობს ანი წითლიძე

ნიკა მელია მზად არის, ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს. ამის შესახებ მან ,,ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. ენმ-ს ლიდერი მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ საკუთარ პირობას აყენებს და ამბობს, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

მსგავსი სიახლეები