ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

09.12.21 11:35
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ვადიმ კრასიკოვისთვის უმძიმეს სასჯელს გერმანიის პროკურატურა მოითხოვს.

რუსეთის მოქალაქეს გამოძიება ბერლინის ერთ-ერთ პარკში ხანგოშვილის მკვლელობას ედავება. ფედერალური პროკურორების თქმით, თავდამსხმელი რუსული დაზვერვის ერთ-ერთი მეთაურია, პოლიტიკური ოპონენტის ლიკვიდაცია შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა და კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

2015 წელს მამომხდარი თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილმა გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა, სადაც 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანელი პროკურორები პირდაპირ ამბობენ, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ შეუკვეთა.

მსგავსი სიახლეები