ტენდერები და კახური კლანი - ღარიბაშვილმა დეიდაშვილის კომპანიას 9 მილიონი გადასცა
საქართველოს პრემიერ მინისტრის ცოლის ნათესავებმა საქართველოს ბიუჯეტიდან დიდი ფული მიიღეს. კახურ კლანს ტენდერებიდან ერთი პირდაპირი მოლაპარაკების გზით და უკონკურენტო ტენდერებით ჯამში 9 მილიონი მისცეს. ყველა ხელშეკრებულება ახლახანს გაფორმდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი დეიდაშვილის, გიორგი ზედელაშვილის, კომპანია "სერპანტინს" ახალი ხელშეკრულებები გაუფორმა და 2 მილიონი ლარი მისცა. ეს თანხა კომპანიას თელავის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად დაზინებული გზის რეაბილიტაციისთვის გადაუხადა.
"სერპანტინმა" ნოემბერში კიდევ ერთი ხელშეკრულების საფუძველზე 7 მილიონი ლარი მიიღო. ორივე შემთხვევაში ტენდერში მხოლოდ "სერპანტინი" მონაწილეობდა.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნებისთანავე აღზევდა კახური კლანი და და ახალი მონდომებით დაიწყეს ბიუჯეტიდან ხალხის თანხების დატაცება. ამის ნათელი მაგალითია, რომ ტენდერის გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილის ფავორიტ კომპანია "სერპანტინს" მისცეს 2 მილიონი ლარი", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.