მაკა ბოჭორიშვილი სააკაშვილმა 2013 წელს ღირსების ორდერით დააჯილდოვა - ბაკარაძემ "ოცნების" წევრებს წარსული შეახსენა

10.11.26 15:42
მაკა ბოჭორიშვილი სააკაშვილმა 2013 წელს ღირსების ორდერით დააჯილდოვა - ბაკარაძემ "ოცნების" წევრებს წარსული შეახსენა

"ყოფილი ნაცი არ არსებობს“ - „ქართულ ოცნებას“ საკუთარ განცხადებებსა და ყოფილი ხელისუფლების დროს დაწინაურებულ მაღალჩინოსნებს ახსენებენ. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და იმ თანამდებობის პირთა სია წარადგინა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, დღეს კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან. მათ შორის დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, გია ბენაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები დაასახელა.

ბაკარაძემ პარლამენტის სხდომაზე იკითხა, რატომ ხდება პოლიტიკური წარსული ბრალდების საფუძველი ოპოზიციისთვის, მაშინ როდესაც მმართველ გუნდში ანალოგიურ წარსულს პრობლემად არ მიიჩნევენ.

ალბათ ყველას გახსოვთ მამუკა მდინარაძის ცნობილი სიტყვები: "ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია". და, ირაკლი კობახიძს განცხადება: "არცერთი ნაცი არცერთ უწყებაში". თუ დღეს სხვების პოლიტიკური წარსული და კავშირები სარჩელშ შეტანილი მძიმე ბრალდებაა, რატომ არ უნდა იყოს იმავე შეფასების საგანი ბატონ შარმანაშვილის სახელმწიფოებრივი საქმიანობა და არა მხოლოდ მისი, სხვათა შორის. 

მაკა ბოჭორიშვილი - სააკაშვილის მთელი მმართელობის პერიოდში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2013 წლის 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენირთ დააჯილდოვა.

გია ბენაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 

გიორგი გუგუჩია - 2004-12 წლებში ფინანსურ პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

გოჩა ენუქიძე - 2008-16 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. 2016 წლიდან უკვე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

ალექსანდრე დალაქიშვილი, ისკო დასენი - სააკაშვილის პერიოდში საქართველოს პროკურატურის სისტემაში საგამოძიებო საპროკურორო საქმიანობას ეწეოდა.

გივი მიქანაძე - 2005-08 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ეს ის პერიოდია, როდესაც პენიტენციურ სისტემაშ უმძმესი მოვლენები ვითარდებოდა, - თქვა სხდომაზე ქეთევან ბაკარაძემ.