გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება
"კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან ითხოვს, სასამართლომ წინასწარ განსაზღვროს ვადები, თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ იყოს ცნობილი, როდის დაიწყება აღსრულება.
სამართლებრივი შედეგის ვადის დადგომის თაობაზეა შუამგომლობა - საკმაოდ სპეციფიკიური შუამდგომლობაა და პრაქტიკა ამ მხრივ არ არსებობს და მივიჩნევთ, რომ კანონმდებლობაც საკმაოდ ხარვეზიანია, განმარტებები საჭიროა ჩემი აზრით და ამიტომ ვაყენებთ ამ შუამგომლობას.
შუამდგომლობის საგანი არის პირობითი ხასიათის და ვითხოვთ, გადაწყვეტილების დროის მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული.
დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანმდევი შედეგის დადგომის ვადის ზუსტი ხანგრძლივობა და შედეგის დადგომის ზუსტი თარიღი", - განაცხადა გვარამიამ.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა 10-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. წინა კვირაში სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავთან დაკავშირებული კონფერენციის გამო არ ჩატარებულა. ღონისძიებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებიც მონაწილეობდნენ.
მსგავსი სიახლეები
„ყოფილი ნაცი არ არსებობს“ - ქეთევან ბაკარაძემ „ოცნებას“ იმ წევრების სია შეახსენა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ
ბაკარაძე დაინტერესდა, რატომ ხდება პოლიტიკური წარსული ბრალდების საფუძველი ოპოზიციისთვის, მაშინ როდესაც მმართველ გუნდში ანალოგიურ წარსულს პრობლემად არ მიიჩნევენ.