გივი მიქანაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში მესამედ გაემგზავრა
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წელს მეორედ, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამედ გაემგზავრა.
განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრი შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან, რა დროსაც მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
, ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე პეკინში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან ერთად, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მინისტრი ლანჟოუს უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდება.
- მიქანაძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მიმდინარე წლის ივნისშიც, რა დროსაც შეხვდა ჩინელ კოლეგას და რამდენიმე უნივერსიტეტს ეწვია. მანამდე კი ის ჩინეთში ასევე იმყოფებოდა ზუსტად ერთი წლის წინ — 2025 წლის 13 ნოემბერს, როდესაც ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.