ზოგი რეკომენდაცია საქართველოს ინტერესებთან თავსებადი არ არის - მაჭარაშვილი დასავლურ კრიტიკაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის, მტკიცებით, საერთაშორისო რეკომენდაციები ყოველთვის გასათვალისწინებელი არ არის, რადგან ზოჯერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების, თუ თანამდებობის პირების განცხადებებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ტრაგედია. ნება დავიტოვოთ, რომ ზოგიერთი რეკომენდაციები იყოს ისეთი, რომელიც თავსებადი არ იყოს საქართველოს ინტერესებთან", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის შეერთებული შტატებისგან უმწვავესი გზავნილი მიიღო. შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.