საქსტატმა 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხვი თავიდან გადაიანგარაშა - რა აჩვენა კვლევამ
სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხვი თავიდან გადაიანგარაშა.
აღმოჩნდა, რომ 2025 წელს გადაანგარიშებული რიცხვი უფრო მაღალია 225 900-ით და 1 იანვრის მდგომარეობით, 3,7 მლნ-ის ნაცვლად 3,9 მლნ-ით განისაზღვრა. კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6 პროცენტით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა.
"აღსანიშნავია, რომ 2015-2025 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად რამდენიმე რეგიონში — ქ. თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა", — წერს საქსტატი.

საქსტატის ცნობით, გადაანგარიშების საჭიროება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებმა განაპირობა.