"ოცნების" პასუხებმა (საკონსტიტუციოში) კიდევ ერთხელ მოახდინა მათივე ლუსტრაცია - გიორგი სიორიძე

12.11.26 11:38
"ოცნების" პასუხებმა (საკონსტიტუციოში) კიდევ ერთხელ მოახდინა მათივე ლუსტრაცია - გიორგი სიორიძე

ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით, რამდენიმედღიანმა განხილვებმა და "ოცნების" პასუხებმა საკონსტიტუციოში კიდევ ერთხელ მოახდინა მათივე ლუსტრაცია და დაადასტურა, რომ მათი სარჩელი "დემოკრატიულ სტანდარტს ვერ უძლებს".

"ქართული ოცნების" პასუხებმა კიდევ ერთხელ მოახდინა მათივე ლუსტრაცია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს, დემოკრატიულ სტანდარტს ვერ უძლებს მათი სარჩელი, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული. "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო მინიმალური დოზითაც სახის შენარჩუნება. შესაბამისად, სხვა ეტაპზე ახლა იქნება "ქართული ოცნების" გაცამტვერება სამართლებრივ სივრცეში, საკონსტიტუციო სასამართლოში. რაზეც პასუხები საერთოდ ვერ მივიღეთ, რაზეც პასუხები მივიღეთ ნაწილობრივ, ამაზე მენდეთ, ეს არის უბრალოდ სამართლებრივი ტექნიკის საქმე. ისე დავსვამთ შეკითვებს, რომ ვაიძულებთ "ოცნებას" გასცეს პასუხები და მათი პასუხები თუ იქნება უსუსური, რისი მოლოდინიც არის, ბუნებრვია, ესეც იქნება შედეგი", - აცხადებს გიორგი სიორიძე. 

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.

 

მსგავსი სიახლეები