აქცია გაიმართა ვენაში, ეუთო / OSCE შტაბ-ბინის შესასვლელთან, ორგანიზაციის სხდომის პარალელურად

12.11.26 20:52
აქცია გაიმართა ვენაში, ეუთო / OSCE  შტაბ-ბინის შესასვლელთან, ორგანიზაციის სხდომის პარალელურად

ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო / OSCE) შტაბ-ბინის შესასვლელთან, ორგანიზაციის ყოველკვირეული სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილები უწყვეტ წინააღმდეგობას აგრძელებენ და ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხის განხილვის ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეახსენებენ. ბანერებზე ასახულია ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლა, პოლიტპატიმრების საკითხი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა.

აქცია ყოველკვირეულ ხასიათს ატარებს.

მსგავსი სიახლეები