„არ დაგვტოვოთ მარტო“ - ქართული დიასპორა ევროპელ ლიდერებს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებსა და ირლანდიის მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ქართული დიასპორისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციის გასამყარებლად.
წერილის ავტორები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას ან გაფართოებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ამასთან, ისინი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ღია წერილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის მონაწილეებსა და ირლანდიის მთავრობას
ძვირფასო ლიდერებო,
გწერთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები - პედაგოგები, სტუდენტები, ექიმები, სამხედროები, პოლიციელები და მშობლები - რომლებსაც შვილები გვყავს დატოვებული ჩვენს სამშობლოში. ბევრი ჩვენგანი სამშობლოდან საკუთარი ნებით არ წამოსულა. ყოველ დილით სახლიდან მოსულ ამბებს შიშით ვკითხულობთ: ვინ დააკავეს, ვის სცემეს, რომელი მედია საშუალება დაიხურა. ჩვენი მშობლები და ძმები ორი წელია რაც ყოველ საღამოს გამოდიან რუსთაველის გამზირზე ევროპის დროშით ხელში. ამ წერილს მათი სახელითაც ვწერთ.
გვინდა იცოდეთ, ვინ იქნება წარმოდგენილითქვენს მაგიდასთან. - ვინ ისაუბრებს საქართველოს სახელითდუბლინში, ირაკლი კობახიძე - ავტოკრატი ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი. ისაუბრებს მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ. ეს სიტყვები სრული ტყუილი და ფარსი იქნება.
სწორედ ბიძინა ივანიშვილის (ქართული ოცნების) ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს ღიად თქვა უარი ჩვენს ევროპულ მომავალზე - იმ მომავალზე, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებაა და კონსტიტუციითა დაცული.
2024 წლის 28 ნოემბერიდან, ქართულმა ოცნებამმასიურად დაიწყო ქართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სახელმწიფო სტრუქტურებიდან დასავლური განათლების მქონე ოფიცრებისა და პროფესიონალების გაანთავისუფლება და იძულებითი გაშვება, ხოლო ის საერთაშორისო პროექტები და სტრატეგიული თანამშრომლობები, რომლებიც ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოების არქიტექტურას აშენებდა, გაუქმდა. ამავდროულად, ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ღიად ესხმის თავს ევროკავშირის ელჩსა და ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს.
ადამიანი, რომელიც თქვენს მაგიდასთან „სტაბილურობაზე“ ისაუბრებს, საქართველოში ზუსტად ამ სტაბილურობის საფუძვლებს ანგრევს მიზანმიმართულად.
რუსეთი ჩვენთვის უბრალოდ „მეზობელი სახელმწიფო“ არ არის. ეს არის აგრესიული იმპერია, რომელიც ათწლეულებია ანგრევს რეგიონის სტაბილურობას. 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. ეს ღია ჭრილობაა, რომელიც არ ხორცდება: მავთულხლართები ყოველწლიურად იწევს წინ, ადგილობრივ მცხოვრებლებს საკუთარი ბაღებიდან იტაცებენ. ეს ოკუპაცია პირდაპირი საფრთხეა თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოების საზღვრისთვის - იგივე ძალა, რომელიც დღეს უკრაინას ებრძვის, ჩვენს მიწაზე უკვე 18 წელია ახორციელებს ფარულ და ღია ოკუპაციას.
საქართველოს ოლიგარქიულ ჭაობში ჩათრევა და რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვება კრემლს აძლევს მნიშვნელოვან პლატფორმას ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გასაგრძელებლად. კერძოდ, შავ ზღვაზე, სამხრეთ კავკასიაში და თავად ევროპის ქალაქებში. ყველაზე კარგად თქვენ გესმით რას ნიშნავს შავი ზღვის უსაფრთხოების არქტიტექტურა და რა მნიშვნელობის მატარებელია იგი.
მივიჩნევთ, რომ ევროპას აუცილებლად უნდა ქონდეს სწორი, მკაფიო და მყისიერი პირდაპირი რეაქცია, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ხვალ საქართველოში შესაძლოა ევროპის დროშის გამოყენებაც კი აიკრძალოს. სხვა შემთხვევში ევროპა აღმოჩნდება რეგიონის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, რომელიც ისტორიულად ევროპულია - თავისი კულტურით, რწმენით, ღირებულებებითა და ხალხის არჩევანით, ხოლო გეოგრაფიულად კი საკვანძო და სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
დღეს ევროპული ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე. დაუშვებელია ამ დროს თვალი დავხუჭოთ იმაზე, თუ როგორ იყენებს კრემლი საქართველოს - მის ტრანზიტს, ენერგეტიკულ დერეფანსა და პოლიტიკურ ელიტას შანტაჟის იარაღად - დასავლური სამყაროს წინააღმდეგ.
და, გთხოვთ, იცოდეთ: ირაკლი კობახიძის - ავტოკრატი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის - ყოველი ხელის ჩამორთმევა, ყოველი საერთო ფოტო და ყოველი თავაზიანი ორმხრივი შეხვედრა მეორე დღესვე ქართულ სახელისუფლებო ტელევიზიებში გადაიქცევა „საერთაშორისო ლეგიტიმაციის“ მტკიცებულებად. ამ გზით, ამის საშუალებით საზოგადოების რიგ ნაწილს ატყუებენ, რომ ევროპა მათ მხარესაა და რომ ქუჩაში მდგომი ადამიანები მარტონი,უმცირესობა და ქვეყნის მტრები არიან. არა მხოლოდ ეს, ამ და მსგაქვს ქმედებას ქართული ოცნება იყენებს პროტესტსა და წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების მარგინალიზებისა და მათი შემდგომი რეპრესიების საფუძვლად.
მოგმართავთ თხოვნით:
საქართველოში არსებულ მდგომარეობას ღიად დაარქვათ ობიექტური სახელი: სამიტის საჯარო განცხადებებსა და გამოსვლებში მკაფიოდ აღინიშნოს, რომ საქართველოში დემოკრატიის ნგრევა მიმდინარეობს და რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.
დაუწესეთ ან გააფართოვეთ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მისი ოჯახის წევრებსა და იმ ახლო გარემოცვის ქსელზე, რომელიც რეპრესიებს აფინანსებს და ახორციელებს. დაასანქცირეთ ყველა მოძალადე პოლიციელი, სასამართლო საქმეების გამყალბებელი პროკურორები და უსამართლო განაჩენების ავტორი მოსამართლეები, რათა ქართული ოცნების მოძალადე რეჟიმმა იგრძნოს ევროპის რეალური ძალა, ხოლო ხალხმა რეალური მხარდაჭერა. მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი.
ღიად და მკაფიოდ მოითხოვეთ იმ კანონენების გაუქმება, რომლებმაც სრულად მოშალა სამართლებრივი სახელმწიფო, გაანადგურა დემოკრატია და საქართველო რუსეთის ნაწილად აქცია. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ მიმართული კანონები.
მოითხოვეთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და უზრუნველყოფა ძლიერი, გამოცდილი და კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით და უზრუნველყოფით.
გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი ახლანდელი თანამდებობრივი სტატუსი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, საქართველოზე ერთიანი და მტკიცე ევროპული პოზიციის დასაჭერად. გთხოვთ, გამოყოთ მცირედი დრო შეგვხვდეთ ქართული დიასპორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოთ მართალი, სწორი და რეალური ხმა საქართველოდან! - ქართველი ხალხისგან!
და ბოლოს, ირლანდიელებმა სხვებზე უკეთ იციან, რას ნიშნავს პატარა ერისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ძლიერი იმპერიის გავლენის ქვეშ და პარალელურად და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში მსოფლიომ ზურგი არ შეგაქციოს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, რაც ევროპის საკუთარ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ არ დაგვტოვოთ მარტო - დაგვეხმარეთ!საქართველო ევროპაა. დაგვეხმარეთ, რომ ეს ასე დარჩეს!
პატივისცემით,
ხელმოწერები:
- სახელი, გვარი
- ქვეყანა / ქალაქი
- 1
- სოფო შუბითიძე
- შვედეთი
- 2
- სოფო ჩაგელიშვილი
- შვედეთი
- 3
- ერეკლე წაქაძე
- დანია
- 4
- ვაჟა გაფრინდაშვილი
- პოლონეთი
- 5
- მაკა ხომერიკი
- ავსტრია
- 6
- მევლუდი ყაფლანიშვილი
- კვიპროსი
- 7
- მაია ჩხიკვიშვილი
- კვიპროსი
- 8
- ირმა მგელაძე
- შვეიცარია
- 9
- თამარ ქართველიშვილი
- საფრანგეთი (სტრასბურგი)
- 10
- თამარ დემურია
- საფრანგეთი
- 11
- ქეთი შარუხია
- საფრანგეთი
- 12
- მაკუნა დეკანოსიძე
- ესპანეთი
- 13
- გიორგი გოგიშვილი
- ესპანეთი
- 14
- დავით ძიძიშვილი
- ბელგია
- 15
- ანნა ბალამწარაშვილი
- ბელგია
- 16
- ინგა წიკლაური
- ისლანდია
- 17
- მაია ადუაშვილი
- ნიდერლანდები
- 18
- ანნა ხელაია-ბექ
- გერმანია
- 19
- რუსუდან ქოროღლიშვილი
- გერმანია
- 20
- იზა მიქაბერიძე
- გერმანია
- 21
- აკაკი რუსეცკი
- გერმანია
- 22
- გაგა გოგოლაძე
- გერმანია
- 23
- გურანდა ძაგნიძე
- გერმანია
- 24
- გიორგი კაკაბაძე
- გერმანია
- 25
- ქეთი რცხილაძე
- გერმანია
- 26
- სალომე არაბული
- გერმანია
- 27
- ლუკა მიქელთაძე
- გერმანია
- 28
- მარიამ ვეკუა
- გაერთიანებული სამეფო
- 29
- მარიამ გელაშვილი-ლუისი
- გაერთიანებული სამეფო
- 30
- ეკა კაჭარავა
- იტალია
- 31
- ნანა ნავერიანი
- იტალია
- 32
- კახაბერ გვარლიანი
- იტალია
- 33
- ლევანი გორელაშვილი
- ესტონეთი
- 34
- თენგო გოგოტიშვილი
- ლატვია
- 35
- კოკი იონათამიშვილი
- ლატვია
- 36
- გიორგი კობახიძე
- ლიეტუვა
- 37
- მაია წიგნაძე
- კანადა
- 38
- მაია ფურცხვანიძე
- კანადა
- 39
- ნინიკო რობაქიძე
- ავსტრალია
- 40
- დავით ბაციაშვილი
- ნორვეგია
- 41
- ირაკლი შაიშმელაშვილი
- აშშ
- 42
- გურამ ყიფშიძე
- აშშ
- 43
- რუსუდან ვაშაკიძე
- აშშ
- 44
- მარიკა მამუჩაშვილი
- აშშ
- 45
- ჯაბა გუბატაშვილი
- აშშ