ელისო კილაძის სიტყვა: ციხეში ჩამსვეს მდინარაძის სცენარით, რომელსაც მხარს უმაგრებს მისი თანაკურსელი - გვარაკიძე

17.11.26 17:00
ელისო კილაძის სიტყვა: ციხეში ჩამსვეს მდინარაძის სცენარით, რომელსაც მხარს უმაგრებს მისი თანაკურსელი - გვარაკიძე

ციხეში ვარ მამუკა მდინარაძის გამოგონილი სცენარით - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელმა, ელისო კილაძემ საკუთარ პროცესზე განაცხადა.

ჟურნალისტის განცხადებით, მდინარაძეს ზურგს უმაგრებს მისი თანაკურსელი, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე. 

"ჩემი ერთადერთი შეცდომა არის რომ ვირწმუნე ცუდი ადამიანების გაკეთილშობილების"- ამბობდა საბოლოო სიტყვაში დაკავებული ჟურნალისტი.

"ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებელმა თქვა რომ უარის ამბობს, საპროცესო შეთანხმებაზე, არ აპირებს ვინმეს ხელი დაადოს, და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად,. 

დახურეს პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე, მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა, რომ ქოლცენტრების მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი, არ დაიჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ვარ (ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობ), რომ ფულს მიხდიდნენ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის და ჟურნალისტური გამოძიებებისთვის.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია.

თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური.

დასასრულს, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ტიტანური შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ამ სპეციფიკური საქმის სიმართლე ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანათ, მადლობა ჩემს გუნდს, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობენ. თქვენ მოუსმინეთ აქ რამდენიმე მათგანს, ამ გულწრფელი ემოციების და თავისუფლებისთვის გადახდილი მადლობის უკან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის ბევრი დღე და საათი დგას.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, ძმას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, მოკითხვა ჩემს ლიზას და ჩემს ჩემპიონ ნიკას, რომელმაც ჯერ არ იცის ბებო სად გაქრა.

მადლობა ჩემს მეგობრებს! თავს არ შეგაწყენთ, უკან არ დაუხევია, სახე არავის დაუკარგავს.

მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების - ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და მძიმე ნარატივი არ განავითარეს - ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს.

ციხე სულ სხვა გამოცდილებაა. ბევრი ღირსეული ოფიცერი და თანამშრომელი შემხვდა ამ სისტემაში. ბევრი სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა მივიღე მათგან. ბევრი ემოციური მოგონება დამიგროვდა და როცა საშუალება მექნება, მოვყვები.

პერსონალური მადლობა ნესტან ვერულაშვილს. მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი ბ-ნო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული, და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს.

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე.

ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!

სიმართლე სინათლეა - ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!"- თქვა კილაძემ. 

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე - ელისო კილაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებიან.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები