"ოცნებას" აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია - ბერდია სიჭინავა
"ოცნებას" აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია" - ამის შესახებ პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
სიჭინავას მოსამართლეთა პლენუმის წევრებმა ჰკითხეს, რით გაზომა ეს ლეგიტიმაცია, ასევე დაინტერესდა, გახარიას პარტია ხელისუფლების ლეგიტიმაციას აღიარებს თუ არა:
ბერდია სიჭინავა: ჩვენ დღეს სადაც ვიმყოფებით, ეს არის რაციონალურ-სამართლებლივი ლეგიტიმაცია. ყველა მკვლევარს ჟან ჟაკ რუსოთი დაწყებული ყველას აქვს მთავარი საზომი ლეგიტიმურობის, ეს არის საზოგადოებრივი რწმენა როგორ აღიქვამს საკუთარ ხელისუფლებას. მე თუ მკითხავთ ლეგიტიმურობის ნაწილს, რითაც დღეს არის წამოდგენილი საქართველოს ხელისუფლება და "ოცნება", თავადვე ადასტურებენ რომ კოჭლი ლეგიტიმაციის პირობებში არიან დღეს.
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: თქვენ მიგაჩნიათ, რომ არალეგიტიმურია?
ბერდია სიჭინავა: მე მეკითხებით თუ პარტიას, პოლიტიკური პასუხი გაინტერესებთ თუ იურიდიული?
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: ორივე.
ბერდია სიჭინავა: გეუბნებით, ეს ხელისუფლება არის დამახასიათებელი კოჭლი ლეგიტიმაციით.
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: ეს კოჭლი ლეგიტიმაცია ახალი ტერმინია?
ბერდია სიჭინავა: რა ახალი, ნახეთ, უამრავი დოკუმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით.
რეპლიკა პლენუმისგან: აქ არ გაჟღერებულაო , ამას ამბობს.
ბერდია სიჭინავა: 5 წუთის წინ გავაჟღერე ახლა.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: რითი გაზომეთ ეს ლეგიტიმაცია და ხალხის რწმენა, ვერ გავიგე.
ბერდია სიჭინავა: რატომ ვერ გაიგეთ, ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ითხოვს ახალ არჩევნებს, ეს არის საზოგადოებრივი რწმენა. იურიდიული შედეგები ჩვენ ამ არჩევნების მივიღეთ იმიტომ ვართ ჩვენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: თქვენ ხართ ის პარტია, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიდა პარლამენტში, მიიღო მანდატები და მათ შორის, სარგებლობს იმ სახელმწიფო დაფინანსებით, რაც გეკუთვნით. ამ ყველაფერს იღებთ, მანდატებს იყენებთ, ხალხს წარმოადგენთ პარლამენტში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არალეგიტიმურია ხო?
ბერდია სიჭინავა: ეს დასკვნა გააკეთეთ თქვენ?
მოსამართლე რევაზ ნადარაია: თქვენ თვითონ დაყავით სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი.
ბერდია სიჭინავა: თქვენ თვითონ დაყავით, აქ სამართლებრივ საკითხებს განვიხილავთ და პოლიტიკა დატოვეთ იქითო. ახლა "ოცნებას" აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია
მოსამართლე რევაზ ნადარაია: არალეგიტიმურად მიგაჩნიათ?
ბერდია სიჭინავა: რავიცი, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ.