გახარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - ეს არის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორება
"ეს არის არა კონსტიტუციური მართლმსაჯულება, არამედ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა" - ასე აფასებს პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენებმა ამ პროცესის ნამდვილი ბუნება გამოააშკარავა - ეს არის არა კონსტიტუციური მართლმსაჯულება, არამედ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, ამ კითხვების არარელევანტურობა და მათი პოლიტიკური შეფასებების სახით ფორმულირება ნათლად ააშკარავებს ამ პროცესის ნამდვილ არსს” - წერს გიორგი გახარია.