"ბატონმა ჭეიშვილმა რატო გადაწყვიტა, რომ ჩემი მოძღვარი იყოს და აღსარება უნდა ჩავაბარო, ვინანიებ თუ არ ვინანიებ" - ხმაური საკონსტიტუციოში
"ოცნებას" ოპოზიციისგან აინტერესებს ინანიებენ და ემიჯნებიან თუ არა აქციებზე ძალადობრივ ქმედებებს - აღნიშნული კითხვა საკონსტიტუციო სხდომაზე ირაკლი ჭეიშვილმა დასვა, რასაც დარბაზში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
"ბატონმა ჭეიშვილმა რატო გადაწყვიტა, რომ ჩემი მოძღვარი იყოს და აღსარება უნდა ჩავაბარო, ვინანიებ თუ არ ვინანიებ" - განაცხადა ანი წითლიძემ.
იგივე შინაარსის რეპლიკა ჰქონდა ბერდია სიჭინავასაც.
ირაკლი ჭეიშვილი: ინანიებთ თუ არა 2023 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომასა და 2025 წლის 4 ოქტომბერს დაფიქსირებულ ძალადობრივ და რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას?
ბერდია სიჭინავა: ვშუამდგომლობთ, რომ ეს შეკითხვა მოხსნათ, რადგან საქმესთან კავშირში არა არის და რას ვნანობ და რას არ ვნანობ და აღსარებას რას ვაბარებ, ეს არ არის....
ანა ბუჩუკური: იმ მოქალქეებს სცენ პატივი, რომელიც იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, მათგან სხვათაშორის, ამიტომ ძალადობრივ სიტყვას სანამ გამოიყენებენ, კარგად დაფიქრდნენ რა იყო მაშინ ძალადობრივი სინამდვილეში და ვინ ძალადობდა.
ირაკლი ჭეიშვილი: თუ კონკრეტულად ტერმინ მონანიებასთან დაკავშირებით არის რაღაც ასეთი დამოკიდებულება და არ მოსწონს მოპასუხე მხარეს, კი ბატონო იყოს გამიჯვნა, იყოს დაგმობა .
მოსამართლე რევაზ ნადარიაია: შეიცვალა ფორმულირება ამ შეკითხვის და უპასუხეთ.
ლევან ბეჟაშვილი: ძალადობა და ძალადობრივი ბრძოლა არ არის ჩვენი პარტიის დეკლარილებული მიზანი დაა ამოცანა.
ანი წითლიძე: არვიცი ბატონმა ჭეიშვილმა რატო გადაწყვიტა, რომ ჩემი მოძღვარი იყოს და აღსარება უნდა ჩავაბარო, ვინანიებ თუ არ ვინანიებ. ჩემი პასუხია, თავისუფალი ერთიანი ძლიერი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლას არასდროს არ მოვინანიებთ.
ზაზა ბიბილაშვილი: ჩემი პასუხი იქნება ის, ინანიებს თუ არა მოსარჩელე იმ ქმედებებს, იმ განცხადებებს, იმ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, რომელმაც გამოიწვია... (სიტყვა გააწყვეტინნა მოსამართლემ)
რევაზ ნადარაია: ახლა უკვე დასკვნა უნდა გავაკეთო იმის თაობაზე, რომ თქვენ კითხვა-პასუხების ჩაშლა გნებავთ, კითხვაზე პასუხი არის უკუშეკითხვა?
ზაზა ბიბილაშვილი: 2024 წელს ითქვა ასეთი სიტყვა რუსთაველის გამზირზე, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა მოვძებნოთ ჩვენ თავში ძალა და ბოდიში მოვიხადოთ. ახლა ამაზე ქართველი კაცი, როგორ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, როცა გამოგდებული ვარ ჩემი სახლიდან, ცხინვალში... თქვენ მეუბნებით, რატომ არ გამოხვედით ქუჩაშიო.
მოსამართლე ნადარაია: თქვენ ეწევით ახლა სპეკულაციას საზოგადოების წინაშე. თქვენ მე მოგიწოდებთ იყოთ კორექტული, თქვენ უკვე ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი.