ანატოლი გიგაური ციხეს ხვალ დატოვებს

23.11.26 15:49
ანატოლი გიგაური ციხეს ხვალ დატოვებს

აქციებზე დაკავებული ანატოლი გიგაური გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, 24 ნოემბერს დატოვებს - მას  სასჯელის ვადა ხვალ ეწურება. ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას  ბრალი  „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2 წლის წინ 25 ნოემბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები