თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილეს უსმენენ
თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილეს, დავით არჩვაძეს უსმენენ. არჩვაძე უწყების 2025 წლის ანგარიშს წარადგენს.
აღნიშნულ დოკუმენტზე, ფაქტობრივად, სუსის სამი უფროსი - ლილუაშვილი, ოხანაშვილი და მდინარაძე მუშაობდნენ. უწყების მეოთხე უფროსი დღე სესიაზე დეპუტატებთან ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
2025 წლის ანგარიშში სხვადასხვა საქმეები მოხვდა, მათ შორის ე.წ. დასმენების საქმეები. მაგალითად, მამხილებელ დეპარტამენტში 156 განცხადება იყო შესული, საიდანაც გამოძიება მცირე ნაწილზე დაიწყო.
დოკუმენტში ასევე მოხვდა რუსეთიდან მომდინარე ანექსიის საფრთხეებიც.ვიდრე სხდომა დაიხურებოდა, არჩვაძემ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.
"პირველებმა" კომიტეტის დაწყებამდე დეპუტატებს ჰკითხა, რა კითხვები ჰქონდათ სუსის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი გუნდში სხდომის დაწყებამდე კითხვას არ უპასუხეს.