მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრემიერს შეხვდა - ცნობილია, რა საკითხები განიხილეს?

25.11.26 16:12
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრემიერს შეხვდა - ცნობილია, რა საკითხები განიხილეს?

მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ სფეროებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და რეგულარული ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს"- წერია პრესრელიზში. 

მსგავსი სიახლეები