კობახიძე ადასტურებს, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

26.11.26 13:49
კობახიძე ადასტურებს, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

მინსკიდან გავრცელებული ცნობები ირაკლი კობახიძემ დაადასტურა - მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.

რაც შეეხება სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, უბრალოდ თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს ეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში", - აცხადებს კობახიძე. 

რა თქვეს მინსკში: 

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები