„პროპაგანდისტია, პიარი სჭირდება“ - გიორგი ნაზღაიძე მერსი სულხანიშვილს პირიქით უჩივის

26.11.26 18:20
„პროპაგანდისტია, პიარი სჭირდება“ -  გიორგი ნაზღაიძე მერსი სულხანიშვილს პირიქით უჩივის

 

 

მერსი სულხანიშვილი გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანების წინააღმდეგ - სასამართლო სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო,  ორშაბათისთვის გადაიდო.

მომჩივანი  სულხანიშვილი სასამართლოში არ მისულა, მოპასუხეებისთვის კი გაუგებარია, საკუთარი სურვილით მათ გადაცემაში მისულ სტუმარს რა პრეტენზიები აქვს  წამყვანებთან.

გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდია და სარჩელი მერსი სულხანიშვილმა  მხოლოდ პიარის მიზნით დაწერა. 

ტელეწამყვანი ვარაუდობს, რომ ინფლუენსერის გაბრაზება მისთვის წარსულის შეხსენებამ გამოიწვიია: 

ჩვენი დანაშაული არ არის, რომ მერსი სულხანიშვილი 2012 წელს, როდესაც ხალხს კლავდნენ და არბევდნენ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრი და დღეს გადაპორტირდა „ქართულ ოცნებაში“? 

თუ ახლა ეს იყო მისი ტრაგედია და ამაზე გაბრაზდა, ეს ჩვენი ბრალი არაა. სულხანიშვილის თხოვნით, იყო რამდენიმე ფაქტი ამოღებული [გადაცემიდან], ერთ-ერთი მთავარი იყო ბიძინა ივანიშვილის თემაზე, რაც ადრე ძალიან ცუდი ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და ეს ჩვენ მისი თხოვნით ამოვიღეთ"- აცხადებს ნაზღაიძე. 

"სარკასტიკის" კიდევ ერთი წამყვანი, თამაზ ლოხიშვილი, რომელსაც სულხანიშვილმა ასევე უჩივლა, "პირველებთან" ამბობს, რომ ინფლუენსერს გარკვეული ფრაგმენტები მისივე თხოვნით გადაცემიდან ამოუჭრეს. სულხანიშვილისთვის კი გასართობ გადაცემაში მისვლა არავის დაუძალებია. 

"მე საერთოდ ვერ ვიგებ, ეს მუხლი თვითონ მოიფიქრა თუ სხვამ დააწერინა...

- მე მგონი, დაეხმარა [გიორგი ნაზღაიძის რეპლიკა]

მე არ ვიცი, გოგო თვითონ მოვიდა ნიუსით, რომ მკერდი ჰქონდა გაკეთებული და მთელ საქართველოს გააგებინა და მეც შევეკითხე, 30 000 ლარი რაში გადაიხადა-მეთქი, მართლა კარგად ჰქონდა და მკერდი ვერ მოვიტყუები და ვუთხარი კომპლიმენტი, რომ რა კარგად გაქვს მერსი მკერდი და ეს თუ სექსუალური შევიწროებაა, მაშინ რაღას იკეთებდა?- ამბობს თამაზა. 

ამასთან, გიორგი ნაზღაიძის თქმით, თავადაც აპირებს სულხანიშვილს უჩივლოს: 

თუმცა ეს ამით არ დამთავრდება, ეს პროცესი, მე ალბათ შევიტან საპასუხოს და როგორც ჩვენ დავდივართ, მერსიმაც ესევე უნდა იაროს...

სტუმარი ჩვენთან თავის სურვილით მოდის გადაცემაში და გადაცემაში სტუმრობის დროს, თუ რაღაც არ მოსწონს, უნდა ადგეს და წავიდეს. უბრალოდ მე ვხვდები, რომ ადამიანებს რაღაცნაირად ამ მკვდარ ქვეყანაში პიარი სჭირდებათ და თან მერსი მაინც ისეთია, პროპაგანდისტია და რაღაცნაირად უნდა, რომ დაპიარდეს, უფრო მეტად.“ - აცხადებს ნაზღაიძე. 

 სხდომის გადადების შემდეგ, კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც მერსი სულხანიშვილის ინტეერსებს იცავს:

აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო მერცი სულხანიშვილის შეტყობინების საფუძველზე, რომელმაც მიუთითა, რომ იგი იმყოფებოდა გადაცემა „სარკასტიკაში“ სტუმრად, რა დროსაც წამყვანები მის მიმართ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს და მოითხოვა აღნიშნულზე სამართლებრივი რეაგირება. დათვალიერდა კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, შეფასდა სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით კონკრეტული კომენტარები და კითხვები, მიეცა სამართლებრივი კვალიფიკაცია და წარედგინა სასამართლოს შესაბამისი ოქმი. დღეს მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება ადვოკატის ჩართულობის მიზნით"- აცხადებს შს სამინისტროს წარმომადგენელმა. 

გუშინ გაირკვა, რომ გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვილმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს და თამაზ ლოხიშვილს უჩივლა. 

არსებული ინფორმაციით, მერსი სულხანიშვილი აცხადებს, რომ გადაცემა „სარკასტიკის“ წამყბანები გადაცემაში სტუმრობისას  მას სექსუალურად ავიწროებდნენ. 

მსგავსი სიახლეები