სასამართლოს ძალით ოპოზიციის გამუდმებით, საქართველოში ოფიციალურად დაიხურება დემოკრატია და უვიზო მიმოსვლაც დასრულდება - ნიკა გვარამია

26.11.26 22:24
სასამართლოს ძალით ოპოზიციის გამუდმებით, საქართველოში ოფიციალურად დაიხურება დემოკრატია და უვიზო მიმოსვლაც დასრულდება - ნიკა გვარამია

სასამართლოს ხელით ოპოზიციური პარტიების გაუქმების შემდეგ  ქვეყანაში დემოკრატია ოფიციალურად დასრულდება, საქართველო კი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას დაკარგავს - ასეთი პროგნოზი აქვს “კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

როგორც გვარამიამ ინგა გრიგოლიას "რექციაში" განაცხადა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირი და ცალსახა ნაბიჯია, რომლის გამართლებასაც ხელისუფლება ვერანაირი არგუმენტით ვეღარ შეძლებს.

მისი თქმით, სხვა პოლიტიკური პროცესებისა თუ აქციების დარბევის შემთხვევებისგან განსხვავებით, სადაც მმართველი გუნდი თავის დაცვას ძალის გადამეტებაზე საუბრით ან ოპონენტებისკენ ხელის გაშვერით ცდილობდა, პარტიების გაუქმებას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება:

ამ ვითარებაში საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ საქართველოსთან მიმართებით არა მხოლოდ ევროკავშირის მოლაპარაკებები, არამედ უვიზო მიმოსვლაც მორჩება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მორჩება ამ გადაწყვეტილების შემდეგ. რა თქმა უნდა, საქართველო ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხდება ქვეყანა, რომელშიც უბრალოდ, ოფიციალურად, სასამართლო გადაწყვეტილებით დაიხურება დემოკრატია - აი, ასე პირდაპირ. ეს არც იქნება რაღაც გამოსაცნობი, სამკითხაო თუ ყურის რომელიმე მხარეს მისაბმელი, როცა პოლიტიკური ნაბიჯები იდგმება ან იგივე დარბევებთან დაკავშირებით, როცა ხელისუფლება კიდევ იცავს თავს, რომ „იქიდანაც იყო ძალადობა“, „თუ გადავაჭარბეთ და ამიტომ ვიღაცას ავირჩევთ“ - არა. მოვითხოვე და გავაუქმე ხუთი ოპოზიციური პარტია, და მის კოალიციაში მყოფი კიდევ ხუთი - არ წყდება, და ამას ვერსაიდან ვერ მოაბამ ყურს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ოპოზიცია ქრება, ერთი გადაწყვეტილებით"- აცხადებს გვარამია. 

მსგავსი სიახლეები