„საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით რამდენიმე ლოკაციიდან მივიდნენ.
დღეს, 28 ნოემბერს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ "ქართული ოცნების" განაცხადისა და საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან ორი წლისთავზე, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაცია იმართება.