„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

28.11.26 23:45
„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?!“  - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გამართულ აქციას აფასებს - მისი თქმით, საზოგადოებას სურს „მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული“.

ზურაბიშვილის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% კი არა, 18%-ია ოკუპირებული.

„კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული, ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართვას დღეს, ვერ მართავს რეალურად საქართველოს.“- თქვა მან. 

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხალხი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, რათა ქვეყანა საკუთარ გზაზე დააბრუნოს. 

დღევანდელი აქცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ ორი წლის მერე ვდგავართ, ვართ ერთად, ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენ არ დავთანხმდებით, არ დავნებდებით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის გზაზე. ამ ხალხს მოვაშოროთ და არ გვინდა ასეთი საქართველო, ჩვენ გვინდა მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული.

გაერთიანება არის აქ, არ სჭირდება ჩადგომა, არსად არ ჩავდგები, ჩვენ ვართ ერთად. მე სულ აქ ვიყავი ხალხთან ერთად და ვიქნები კიდევ, სანამ საჭირო იქნება, ბოლომდე. მე ვთქვი, რომ იდეალური ვიყავი სხვა რამისთვის, ტრანზიციისთვის, იმიტომ რომ საჭიროა, როცა ესენი ბოლომდე ჩამოიშლებიან, სტაბილურობა იყოს, ლეგიტიმურობა იყოს და დრო მივცეთ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას და კიდევ სხვებს, რომლებიც მზადდებიან, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ და ჩავატაროთ ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ავირჩიოთ ჩვენი თავისუფალი მომავალი.“ - განმარტა ექს-პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციის მიმდინარეობისას მცირე პროვოკაციები და ინციდენტები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება საზოგადოების ძალას გრძნობს, თუმცა თავად „დაშლილია, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია“.

ძალიან კარგი ნიშანია, როცა პროვოკაციაა. ეს ნიშნავს, რომ გრძნობენ ძალას და რეალურად დღეს ნამდვილად იგრძნობოდა. ვნახეთ, რამდენი „შკოდა“ იყო მოყვანილი აქ. გრძნობენ საზოგადოების ძალას. როცა საზოგადოება დგას ერთად, ძალიან დიდი ძალაა და დღეს ძალა ჩვენს მხარესაა. დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია და იზოლაციიდან ვერ გამოდიან. ვერანაირად ვერ მართავენ ვერც შიგნით ქვეყანას, ვერც გარეთ. ვხედავთ, რომ ეძებენ იქ-აქ სხვადასხვა პარტნიორს, მაგრამ ესეც არის გაუმართავი.

პატარა ინციდენტები იყო, პროვოკაციები იყო, ყოველთვის იქნება და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ცდილობს ეს რეჟიმი, რომ კიდევ იარსებოს. ჩვენი ერთობა არის ძალა და ამ რეჟიმის ერთადერთი ბერკეტი არის, რომ სცადოს და დაშალოს ეს ერთობა. ავირჩიოთ ჩვენ ერთობა გვინდა თუ დაშლა.“- დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები