მიხეილ სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა 19:00 საათზე გასაჯაროვდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება.
ომბუდსმენის ოფისში საგანგებო ბრიფინგი 19:00 საათზე ჩაინიშნა.
დასკვნაში მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება საუბარი.