,,ენმ"-ს არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკურ ველზე - არჩილ თალაკვაძე
"ქართული ოცნება" დიდ ეროვნულ შერიგებაზე უარს ამბობს - მეტიც მმართველი პარტია ,,ენმ"-ს ურჩევს, პოლიტიკური ველიდან საკუთარი სურვილით გავიდეს.
,,ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, თანაგუნდელი ირაკლი კობაიძის შეხედულებას იზიარებს და აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობას" მორალური უფლება არ აქვს, პოლიტიკურ ველზე დარჩეს.
როცა პოლიტიკოსები ჩადიან დანაშაულს და კანონს უხეშად არღვევენ, მათ მორალური უფლება არა აქვთ პოლიტიკაში დარჩენის.
უკვე ბევრი წელია, საქართველოში აღარ არის პოლიტიკოსი, რომელიც ვინმეს პირობებს კარნახობს. ამიტომ მისი სიტყვები, შერიგება, უნდა გავიგოთ როგორც მცდელობა, როგორმე ხელიდან დაუსხლტეს მართლმსაჯულებას" - ამბობს თალაკვაძე.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას