ჩემი სოლიდარობა ოკუპანტების მიოერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს - მიხეილ სააკაშვილი

14.12.21 19:25
ჩემი სოლიდარობა ოკუპანტების მიოერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ტყვედ აყვანილი ქართველ სამხედროს სოლიდარობას უცხადებს. თავის ახალ მიმართვაში მესამე პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების პროცეესში.

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს.

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას,  აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით-ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ, მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელით გავრცელებულ მიმართვაში. 

ქართველი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე, ოკუპანტებმა 4 დღის წინ სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

მსგავსი სიახლეები