ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ შემიმჩნევია - ფსიქიატრი სააკაშვილზე
სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მესამე პრეზიდენტისთვის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ შეუმჩნევია.
მე მიხეილი სააკაშვილი მხოლოდ ერთხელ ვნახე და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ“, - განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში ფსიქოტროპიულ წამლებს ასმევდნენ ცენტ ,,ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა, გაავრცელა. ოფიციალური დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ჯიშკარიანის განცხადებით, დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი, რა სახის სამედიცინო დახმარება გაიარა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ რუსთავის ციხეში, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, როცა მას ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატებს დიდი დოზებით აწვდიდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობისთვის საზიანო მედიკამენტების აძლევდნენ, არასწორი სამკურნალო პროტიკოლი თან დაერთვება სტრასბურგში გაგზავნილ სააკაშვილის საქმეს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას