"ხელისუფლების პროპაგანდისტული ინსინუაციებია" - ბექა ბასილაია სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება ხორციელდებოდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება იმ ფონზე, როდესაც მას მძიმე ფსიქოლოგიურ-ნევროლოგიური პრობლემები აქვს, დაუშვებელია.
ეს ყველაფერი ახდა, ჩვენი თვალით ვიხილეთ, არადაამიანური მოპყრობა, წამების ის ფაქტები, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობრივად განახორციელეს მე-18 დაწესებულებაში მისი შესახლებისას, შემდეგ ვნახეთ მის წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი და ექსპერტთა დასკვნაში ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ასახულია და ზუსტად ამ გარემოებებზე დაყრდნობით მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური მდგომარეობა არის უაღრესად ყურადსაღები. ნებისმიერი სიმულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს კიდევ ერთხელ ხელისუფლების პროპაგანდისტული ინსინუაციებია, - ამბობს ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილს მძიმე ფსიქოლოგიურ-ნევროლოგიური პრობლემები აქვს და გლდანის ციხეში მოწყობილი ე.წ. შუმოკის და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული შოკი დღემდე ეტყობა. ფსიქიატრის თქმით, ამ მომენტების გახსენება სააკაშვილს ისევ მძიმე მდგომარეობაში აგდებს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას