ლაპარაკი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე, სადაც მან მიიღო სტრესი, არანორმალურია - გიორგი გრიგოლია
ალეტრნატიული კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება არ შეიძლება. ექიმის თქმით, მსჯავრდებულ პრეზიდენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მკურნალობის გარეშე მისმა ციხეში დაბრუნებამ, შესაძლოა პიროვნების დეგრადაცია გამოიწვიოს.
მას აქვს ძალიან სერიოზული დიაგნოზი. ეს არის პოსტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც არის ფსიქო-ნევროლოგიური დიაგნოზი, რომლის მკურნალობაც ჯერ არ დაწყებულა მიუხედავად ჩვენი ძველი რეკომენდაციისა, რომელიც ორი კვირის წინ გავაკეთეთ. ამას დროზე თუ არ დავიწყებთ, ეს სტრესი გაღრმავდება და შეიძლება მივიღოთ აბსოლუტური დეგრადაცია პიროვნების. ამიტომ ახლა ლაპარაკი ისევ იქ დაბრუნების, სადაც მან მიიღო ეს სტრესი და რის გამოც არის ასეთ მდგომარეობაში, მემგონი არანორმალურია, არაექიმურია და არაჰუმანურია, - თქვა გიორგი გრიგოლიამ.
მიხეილ სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილს მძიმე ფსიქოლოგიურ-ნევროლოგიური პრობლემები აქვს და გლდანის ციხეში მოწყობილი ე.წ. შუმოკის და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული შოკი დღემდე ეტყობა. ფსიქიატრის თქმით, ამ მომენტების გახსენება სააკაშვილს ისევ მძიმე მდგომარეობაში აგდებს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას