"ოცნებას" ცესკო-ს თავმჯდომარის დასანიშნად ოპოზიციის ხმები აღარ დასჭირდება - ცვლილებები კოდექსში

15.12.21 11:28
"ოცნებას" ცესკო-ს თავმჯდომარის დასანიშნად ოპოზიციის ხმები აღარ დასჭირდება -  ცვლილებები  კოდექსში

"ქართულ ოცნებას" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა ერთპიროვნულად შეეძლება. ამის შესახებ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შედის. გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარედ 6 თვით არის დანიშნული, სავარაუდოდ, 5 წლის ვადით დაიკავებს თანამდებობას. "ქართულ ოცნებას" მისთვის ვადის გასახანგრძლივებლად მხოლოდ 76 ხმა დასჭირდება.

არასამთავრობოების წარმოამდგენლები  მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საქმეს იმარტივებს, თუმცა  ამით  19 აპრილის შეთანხმებას არღვევს, რადგან დოკუმენტის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა ოპოზიციასთან შეთანხმებული უნდა იყოს. 

ეს არის პირდაპირ იმის საწინააღმდეგო, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია. საკითხი არის იმაში, რომ პროცედურა გაიმარტივეს, ცხოვრება გაიმარტივა ხელისუფლებამ და ზედმეტი პროცედურების გარეშე და ფორმალობების გარეშე, რომელსაც მიშელის შეთანხმება უდგენდა, მარტივად შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

მსგავსი სიახლეები