კანონი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - აზარტული თამაშების შესახებ კანონპროეტის განხილვას საპატრიარქოს წევრები ესწრებიან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ.
კომიტეტის სხდომაზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სასულიერო პირების ადგილზე გამოჩენამ გაუჩინა განცდა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ემხრობიან.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, რომლის მთავარი მიზანი მედიამენეჯერების შეფასებით, სწორედ კრიტიკული მედიის ფინანსურად განადგურებაა.
დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმძღვანელები სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ კანონის ეს ნაწილი, კრიტიკული მედიის "მოგუდვისთვის" გამოიგონა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას