არ მივდივარ შორს, ახალ მინისტრს გავუზიარებ მიღებულ გამოცდილებას - ტიკარაძე

15.12.21 11:43
არ მივდივარ შორს, ახალ მინისტრს გავუზიარებ მიღებულ გამოცდილებას - ტიკარაძე

ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე,  თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კვლავ არ საუბრობს. ტიკარაძის თქმით, ის გუნდში რჩება და ახალ მინისტრს კონსულტაციებს გაუწევს.  

მე არ მივდივარ შორს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ჩემს კოლეგას, რომელიც დაიკავებს ამ ადგილს, მზად ვარ ,გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. მინისტრის პოსტზე გუნდში ასევე მოიაზრებიან ნინა კობახიძე და ექიმი ლევან რატიანი.  

მსგავსი სიახლეები